გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 529 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 43 ნფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 მძიმედაა, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 7, გაგრის კლინიკაში – 18, მათგან 3 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში - 9 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 94 პირი იმყოფება, მათგან 12 - მძიმე პაციენტია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 503 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 421, გამოჯანმრთელდა 23 370 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები