ხმაურია ზუგიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ადგილზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათი მტკიცებით, დალუქულ ოთახში კომისიის წევრი იმყოფებოდა
და ბიულეტენებში იქექებოდა. ოპოზიური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამის უფლება მას არ ჰქონდა.
კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა მათ უპასუხა, რომ კომისიის წევრს ამის უფლება ჰქონდა და ის პაკეტებს ახარისხებდა.
ამ წუთებში ენმ-ს ლიდერები ანა წითლიძე და ეკა ხერხეულიძე მირანდა მესხთან ოთახში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები