ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობიდან, სადაც ამ დრომდე ხმაური იყო, ენმ-ს ლიდერები და "დროს" ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საოლქო დაატოვებინეს მედიის წარმომადგენლებსაც.
ამ ეტაპზე საოლქოს კარები დაკეტილია და შენობას პოლიცია იცავს.
"ყველაზე მეტად ეშინიათ სიმართლის და ხალხის, ზუგდიდში ხალხმა მოიგო არჩევნები. რაც არ უნდა მოიპარონ, გადაწერონ - ზუგდიდი არის გამარჯვებული, ვერაფერს ვერ შეაბრუნებენ, მოუწევთ ამ უკანონობაზე პასუხისგება. ჩამოვედით თბილისიდან, რომ დავუდგეთ ზუგდიდელ ამომრჩეველს გვერდში და დავიცვათ ხმები", - თქვა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის მტკიცებით, დალუქულ ოთახში კომისიის წევრი იმყოფებოდა და ბიულეტენებში იქექებოდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა მათ უპასუხა, რომ ის პაკეტებს ახარისხებდა.
მასალის გამოყენების პირობები