რეგიონი
"ოცნების" მერობის კანდიდატი: ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდში არსებული მოვლენები ბრიფინგზე შეაფასა. ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის გამო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საოლქო კომისიის წევრებზე და ზუგდიდში ცდილობს მოვლენების ესკალაციას.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი სახე, რომელმაც განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეტევა  საოლქო საარჩევნო კომისიისა და მისი წევრების მიმართ. დაზიანებულია საარჩევნო კომისიის ინვენტარი. რა თქმა უნდა მათი აგრესია გამოწვეულია იმ შედეგიდან, რომელიც დადგა გუშინ მე-11 საოლქო საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად. აქვე აღსანიშნავია, რომ გაბათილებული ბიულეტენების გადათვლის პროცედურა  ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით. ესწრებოდა მას თექვსმეტივე კომისიის წევრი, აქედან 13-მა მხარი დაუჭირა გადათვლის პროცესის დაწყებას, მათ შორის  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა და მხოლოდ და მხოლოდ სამმა - ნაციონალური მოძრაობიდან, ლელოდან და ევროპული საქართველოდან არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გადათვლის შედეგად ოპოზიციურმა პარტიებსაც დაუფიქსირდათ მათ სასარგებლოდ შედეგები. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც მათ საზიანოდ უკვე წამოვიდა კონკრეტული და რეალური ხმები, რომელიც იყო ყუთში და რომელიც აფიქსირებდა ნებას ჩვენი ამომრჩევლის ეს გახლდათ მათი გაღიზიანებისა და პროტესტის მიზეზი" - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მისივე განმარტებით, ენმ-ის წარმომადგენლებს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, არ დაუფიქსირებიათ არც კონვერტის ან ლუქის დარღვევაზე პრეტენზია.

"არცერთ მათგანს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებადმე ერთი პრეტენზიაც არ გამოუთქავამს, რომ კონვერტი იყო დარღვეული ან ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. როგორც მოგეხსენებათ ამ პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, სადამკვირვებლო მისიით არიან და არც მათგან ყოფილა რაიმე ეჭვი ან პრეტენზია დაფიქსირებული ხმის გადათვლის  პროცედურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ "ქართული ოცნებისთვის" მთავარია ამომრჩევლის ნება და ჩვენ დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ აქვს მნიშვნელობა თუ რა აზრი გამოხატა, რა ნება დააფიქსირა ჩვენმა ამომრჩეველმა, მათთვის მთავარია მათი წარმოსახვითი ყალბი რეალობის გაფორმება" - ამბობს ის.

წოწერია თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი წარმომადგენლების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება გასაკვირი არ არის, მოტივი კი ცნობილი.

"დღევანდელი დღე იყო "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ქმედების შედეგი და დააკვირდით მათ ვერბალურ ნაწილს მათ ტერმინოლოგიას - "ყველანი ციხეში". მათ ატაცებული აქვთ მათივე ბელადის ეს სლოგანია. "ნაციონალურ მოძრაობას"  ქართველი ხალხი ციხის გარდა ვერსად ვერ წარმოუდგენია. აქიდან გამომდინარე ღირსეულ პასუხს მიიღებენ 30 ოქტომბრის არჩევნებში და არც ზუგდიდის მოსახლეობა არ იქნება გამონაკლისი, რომელიც საბოლოოდ უარს ეტყვის მძიმე წარსულში დაბრუნებას და ორი ალტერნატივიდან: განვითარების, პერსპექტივასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. აქედან გამომდინარე დაველოდოთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს - 30 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატისა და მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატის ღირსეულ გამარჯვებას. მერწმუნეთ  ზუგდიდი,  არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან" - თქვა მამუკა წოწერიამ.

შეგახსენებთ, ხმაური იყო დღეს #67-ე საოლქო კომისიაში. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დალუქულ ოთახში ბიულეტენების შესაცვლელად შევიდა. კომისიის თავმჯდომარე. მირანდა მესხი კი ირწმუნება კომისიის წევრს შესვლის უფლება ჰქონდა და ის მხოლოდ პაკეტებს ახარისხებდა, ბიულეტენები არ გაუხსნია. მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მედია პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

დღის სიახლეები
21 / დეკემბერი 2024
აფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ „დეპუტატ“ ადგურ ხარაზიას, რომელმაც 19 დეკემბერს, კოლეგას ესროლა.
20 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. უფრო ადრე, ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
20 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში მორიგი პროევროპული საპროტესტო აქცია მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მიმდინარეობს. პროტესტის 23-ე დღეს, მოქალაქეების ნაწილი კვლავ მოითხოვს "ქართულმა ოცნებამ" შეაჩეროს გადაწყვეტილება,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.