გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 575 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 42 ნფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 7 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან 10 მძიმედაა, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, გაგრის კლინიკაში – 23, მათგან 4 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში - 15 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 97 პირი იმყოფება, მათგან 12 - მძიმე პაციენტია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 881 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 421, გამოჯანმრთელდა 23 616 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები