სოხუმიდან სოჭში, 29 წლის შემდეგ პირველად, სამგზავრო კატამარანი ივლის
სოხუმიდან სოჭში რუსული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ჩქაროსნული კატამარანი ივლის. ამის შესახებ "ტასი" ავრცელებს ინფორმაციას.
10 ოქტომბერს, კატამარანი "გრიფონი", რომელმაც პირველი რეისი სატესტო რეჟიმში შეასრულა, ქალაქის პორტში შევიდა. 2022 წლის 1 მაისიდან კი ის რეგულარულ რეისებს შესრულებს.ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს რუსული კომპანიის წარმომადგენელმა მიხაილ ანტოშინმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კატამარანი 120 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მგზავრობის დრო კი, დაახლოებით, 3 საათი და 15 წუთი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა არ განხორციელებულა.
მასალის გამოყენების პირობები