სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მოთავსებული 402 პაციენტიდან, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში 400-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
მათგან, 40-მდე პაციენტის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ, 74 კი საშუალო სიმძიმისაა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში სულ 23 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები