სოხუმში - კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელი და 3 გარდაცვლილი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 711 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე
ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბოლო დღე - ღამეში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, ორი მათგანი, 69 და 40 წლის მამაკაცი, გუდაუთის კლინიკაში მკურნალობდა, 81 წლის ქალი კი რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 74 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 20 - ის მდგომარეობა მძიმეა,42 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის კლინიკაში – 37, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 95 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 29 167 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 428, გამოჯანმრთელდა 24 067 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები