ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა
ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით,
2 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
უგულავა, რომელსაც კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ამის უფლება ექიმებმა მისცეს. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა, რომელიც აცრილი პირის დაინფიცირებისას მხოლოდ 7-8 დღიან კარანტინს ითვალისწინებს.
გარდა ამისა, გუშინ გიგი უგულავამ გამოაქვეყნა გამოკვლევის პასუხი და აღნიშნა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
მასალის გამოყენების პირობები