სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკებში
485-მდე პაციენტია მოთავსებული.
კერძოდ, რუხის კლინიკაში 179 პირი იმყოფება, მათ შორის, მძიმე 34-ის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, სენაკის „სენა-მედში“ – 42, ფოთის „ბომონდში“ -45 (3 მძიმე), აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკა - 28 პაციენტი, სენაკის „ლაზიკა მედი“ – 102 (2 მძიმე), მარტვილის „ევექსის“ კლინიკა - 21, წალენჯიხის „ევექსის“ კლინიკა - 28.
საკარანტინე სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება. დღის განმავლობაში 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები