სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გიორგი ბერიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მაიორი ამბობს,
რომ მისთვის ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას დაკავება მიუღებელია და სოლიდარობას უცხადებს მას.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა, ჩვენ, ყოფილი და მოქმედი პოლიციელები ვემსახურებით საქართველოს და არა რომელიმე პარტიას“, - აცხადებს ბერიშვილი.
შსს-ის გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, პოლიციის რიგებს დატოვებს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ გიორგის მსგავსად, ლექსოს მიმართ სოლიდარულია კიდევ რამდენიმე თანამშრომელი და მათ მაშინ წარმოგიდგენთ, როცა ამისთვის მზად იქნებიან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ისეთი სიბინძურე, რაც
ლექსო რაფას გაუკეთეს არავის გაუვა“, - ამბობს გუნავა.
ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელებს აფრთხილებს, რომ უკანონო ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება და არ შეასრულონ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებები.
მასალის გამოყენების პირობები