ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების 2 ახალი შენობა გაიხსნა. მედპერსონალს ახალ შენობაში გადასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირადად მიულოცა.
“სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტია. საქართველოში არსებული სასწრაფო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები რეფერალური მანქანების დონეს შეესაბამება. ეს პაციენტების გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შემდეგი ეტაპი, სამედიცინო პერსონალში გადაუდებელი სწავლების დანერგვაა, რაც სამედიცინო მომსახურეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
უწყების ინფორმაციით, „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.
მასალის გამოყენების პირობები