აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა დილიდან ცალმხრივად შეიზღუდა. ადგილობრივების ინფორმაციით,
ენგურის ხიდზე გადასვლა მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით არის შესაძლებელი. ისინი დაწესებულ შეზღუდვას, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურს უკავშირებენ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ დაწესებული შეზღუდვა ორშაბათამდე იმოქმედებს", - გვითხრეს დევნილებმა.
სუს-ში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ამ ეტაპზე ხიდზე გადაადგილების საშუალება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები