ახალი ამბები
ზუგდიდის 20-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელს ხელი დაარტყეს - დამკვირვებელი
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთი წარმომადგენლის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს არაუფლებამოსილი პირები შეამჩნიეს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, ჰქონდათ სიები და გარკვეული რაოდენობის თანხა. მისივე თქმით, დაპირისპირება, მათ შორის, ფიზიკური, სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ.

„მანქანაში ისხდნენ ქალები, რომლებსაც ბეიჯები არ ჰქონდათ, მივედით, ვკითხეთ, თუ ვინ იყვნენ. ამ დროს ოპელის მარკის ავტომობილით მოვიდა ჯონი ციმინტია, დაგვიწყო გინება და ხელი გაარტყა ბექა პაპაშვილს, რომელიც ასევე არის დამკვირვებელი“, - ამბობს ჭითანავა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა ჯონი ციმინტია და ბექა პაპაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

მოგვიანებით, აქ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მოვიდნენ და სხვა დამკვირვებლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
08 / იანვარი 2025
საქართველოს მე - 5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შაბათს, 11 იანვარს, 14 საათზე ზუგდიდში დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ამის შესახებ „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“ იტყობინება.
08 / იანვარი 2025
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
08 / იანვარი 2025
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.