ანა წითლიძე პოლიციამ პარტიის ერთ-ერთ მხარდამჭერთან ერთად წაიყვანა
ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე და პარტიის წევრი ხათუნა შამუგია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მიზეზი, სავარაუდოდ, ის ბლოკნოტია, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოიპოვეს და მედიას გააცნეს.
წითლიძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამკვირვებლის, თინათინ კაკაჩიას ბლოკნოტში ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირადი ნომრებია შეტანილი. ასევე, მისი თქმით, მითითებულია საკონტაქტო ნომრები და თანხის ის ოდენობა, რომელიც აგიტატორებს გადაეცათ.
"ქართული ოცნების" წევრებმა ენმ-ს დეპუტატი და მხარდამჭერი ქურდობაში დაადანაშაულეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით ბლოკნოტის მფლობელი და ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები