ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის #90-ე საარჩევნო უბანში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის ელისო ჭურღულიას ინფორმაციით,
ხმის დათვლისას ბალანსი ვერ დასვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით, კომისიის წევრებთან და დამკვირვებლებთან შელაპარაკების დროს მას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ხელი დაარტყა.
"ხმის დათვლისას იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ბალანსი ვერ დასვეს და ამას მოჰყვა კამათი. მე გარეთ გავედი, როდესაც კვლავ დაიწყო კამათი, შესვლა დავაპირე, ამ დროს ხელით შემეხო გიორგი ჯიქია, დამარტყა“, - ამბობს ჭურღულიამ.
ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის ბრალდებებს უარყოფს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ჯიქიას და ამბობს, რომ ელისო ჭურღულია პროვოკატორია.
აღნიშნულ საარჩევნო უბანში პოლიციაა მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები