ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა, ემოციების დაცხრობა და იწყება მთავარი- მუხლჩაუხრელი შრომა ჩვენი ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარებისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ
ჟურნალისტებს უთხრა. მან ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მეორე ტურის არჩევნები ზუგდიდში და დასრულდა ზუგდიდელებისა და "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვებით. ზუგდიდის მერობა ჩემთვის არის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა კეთილმსახურებისა. როგორც მერი, მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის მეგობარი, მსახური, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა", - აღნიშნა მან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის 109-ვე უბნის მონაცემი
უკვე გამოაქვეყნა. არჩევნების წინასწარი შედეგებით ზუგდიდის მერი მმართველი პარტიიდან წარდგენილი მამუკა წოწერია გახდა,რომელიც მანამდე ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები