სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვართან, ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორმხრივად აღდგა. დევნილები დილიდან განსაკუთრებული პრობლემების
გარეშე ახერხებენ ე.წ. გამშვები პუნქტის გავლას.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა 28 ოქტომბრს აიკრძალა. ადგილობრივები დაწესებულ შეზღუდვას, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირებდნენ.
ხიდზე გადაადგილების საშუალება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებს ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები