კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიის ყოველკვირეულ გამარჯვებულებს
შორის ორი სამეგრელოს მკვიდრია.
გათამაშების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1500 ლარი ზუგდიდელმა მ. ფ.-მ მოიგო, რომელიც "ფაიზერით" არის აცრილი. 1000 ლარი მოიგო ასევე "ფაიზერით" აცრილმა მ. ლ.-მ, რომელიც წალენჯიხაში ცხოვრობს.
ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ჯამური თანხა 2 მლნ 800 ათას ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები