"დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მერიასთან ნაქურჩელას კარავი (გუნგაშ კარაია. მეგრ.)
და ღომის ქერქი (ნახვაწა. მეგრ.) მიიტანა. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმის სიმბოლო, თუ რა ხდება მერიაში.
"ნაქურჩელას კარავი არის ზუგდიდის მერია, "ნახვაწა" კი ყველას მოგეხსენებათ ვინც არის. ჩვენი მერი არის "ნახვაწა", რომელიც რა თქმა უნდა მოსახლეობის უმრავლესობას არ აურჩევია და ამით მინდა ვუთხრა, რომ მუნიციპალიტეტის მერია, როგორც თვითმმართველი ორგანო არ არსებობს", - ამბობს სიჭინავა.
დაცვის თანამშრომლებმა მარიამ სიჭინავას მათი დატოვების საშუალება არ მისცეს და მოუწოდეს დაეტოვებინა ადმინისტრაციული შენობა.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია გახდა, რომელიც მანამდე ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები