ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და წევრები ღამის გათევას აპირებენ.
მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაა. შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
ისინი ენმ-ის ოფისიდან ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. გუბერნიასთან მობილიზებულია პოლიცია.
ენმ-ს ორგანიზებით ზუგდიდში
საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. შეკრებილებს სიტყვით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები