სალხინოს სამონასტრო კომპლექსიდან 5 სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სამართალდამცავებთან ერთად ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან.
ადგილზე იმყოფება ეპარქიის მღვდელმთავარი სტეფანე კალაიჯიშვილი. პოლიცია ადგილზე შეკრებილ ხალხს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.
"მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვება ეს მატყუარა ხალხი", - თქვა დაკავებამდე მამა ათინოგენემ.
მიტროპოლიტის მიერ განკვეთილ ბერებს ტაძრის დასატოვებლად მიცემული დრო
გუშინ ეწურებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები