სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 328 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 340 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო 62 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 956 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარა - 217, იმერეთი - 1 059, ქვემო ქართლი - 413, შიდა ქართლი - 446, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 492, მცხეთა-მთიანეთი - 109, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.
ამ ეტაპზე ინფიცირების 51 266 მიმდინარე აქტიური შემთხვევიდან, 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პაციენტი, ხოლო 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 743 511-ს.
მასალის გამოყენების პირობები