პაატა ბურჭულაძე: წალენჯიხაში „იავნანას“ ადგილობრივი ორგანიზაციას დავაფუძნებ
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში ფონდ ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს.
ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება“, - წერს ბურჭულაძე.
ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც წალენჯიხაში მერის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა, მამუკა ხაზარაძემ ამ ქალაქში ბიზნესის წამოწყების პირობა დადო და სხვა კომპანიებსაც იგივე მოუწოდა. ინიციატივას უკვე შეუერთდა კომპანია "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ხელმძღვანელი თემურ ჭყონია.
მასალის გამოყენების პირობები