აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტყვარჩელში, სოფელ აკარმარას მიმდებარედ, კლდის ძირში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებოს ინფორმაციით, 1961 წელს დაბადებული მამაკაცი, ადგილობრივი მკვიდრია და სავარაუდოდ, კვირანახევრის წინ გარდაიცვალა, კლდიდან ვარდნის შედეგად.
მაშველებმა ცხედარი გარდაცვლილის ახლობლებს გადასცეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები