ხმაურია მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ, სადაც სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი. ადგილზე მყოფ ბერ-მონაზვნებსა და ადგილობრივებს მონასტრის ეზოში შესვლა სურთ.
მათ აღნიშნული თხოვნით პოლიციას წერილობით მიმართეს, თუმცა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ წერილს გაეცნობიან და პასუხი ამის შემდეგ ეცნობებათ. აღნიშნულ განმარტებას შეკრებილების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
გუშინ, გამთენიისას სალხინოს სამონასტრო კომპლექსიდან ბერები, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართალდამცავებთან ერთად, ძალის გამოყენებით
გამოიყვანეს. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ 10-მდე სასულიერო პირმა პოლიციის შენობა გუშინვე
დატოვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს სამი პირის მიმართ, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები