ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს									
			
		
						
			
			
			
								საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,    
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა.
 
 უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ადილზე მოკლა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით,  ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის აღძრული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები