პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 200 - ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც
ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.
დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები