ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება.
კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #45, III სართული). ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინასური დოკუმენტის შექმნაში.
ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი: 15 ნოემბერი, 11:00 საათი - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).
15 ნოემბერი, 13:00 საათი - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).
15 ნოემბერი, 15:00 საათი - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.
16 ნოემბერი, 11:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
16 ნოემბერი, 13:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
16 ნოემბერი, 15:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“.
16 ნოემბერი, 17:00 საათი - არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან პროექტის განხილვა გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №52).
2022 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტი 46,5 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები