სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
70 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის ზუგდიდის მკვიდრი იყო.
რეგიონის მასშტაბით, დღის განმავლობაში 309 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 123 დაინფიცირდა.
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 500-მდე პაციენტი გადის მკურნალობას მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები