ახალი ამბები
"გადაიყვანეთ კლინიკაში! პრეზიდენტს აქვს სიცოცხლის უფლება" - ზუგდიდში ექიმებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექიმების ნაწილმა აქცია გამართა. "არა კაც კლა","გადაიყვანე, უმკურნალე", "პაციენტს აქვს სიცოცხლის უფლება", "გადაიყვანეთ პრეზიდენტი კლინიკაში", - ექიმებს ხელში ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ. მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სხვა მედიკოსებთან ერთად გუბერნიასთან იმყოფება ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი, კარდიოლოგი ანზორ მელია.

"ვუერთდები ჩემს ექიმებს, იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კი არა, მათხოვარიც რომ იყოს ავადმყოფი, იმასაც უნდა უშველოს ექიმმა. არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკლან. მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, კაცი, რომელმაც გმირობის მაგალითი გვაჩვენა, როგორ შეიძლება ათრიო იატაკზე. მოვითხოვთ სასწრაფოდ გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში", - აღნიშნა მელიამ.

ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისკენ ეკატერინე ტიკარაძეს მოუწოდებენ.

"ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ვართ რიგითი ექიმები, შეძრწუნებულები იმ კადრებით, რაც ვიხილეთ, იმ სიტუაციით რაც არსებობს. მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრისგან, მიაქციონ მეტი ყურადღება მესამე პრეზიდენტს და გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში, რომ არ გაუარესდეს მისი მდგომარეობა. იყოს დაცული მისი ფუნდამენტური უფლებები", - თქვა ექიმმა თეა ხარბედიამ.მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველ ოქტომბერს დაიწყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.