ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ხვალიდან რამდენიმე დღით შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ხვალ, 18 ნოემბრის დილის 10 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. "სოკარ ჯორჯია გაზში" გვითხრეს, რომ გეგმიური სარემონტო
სამუშაოების გამო, რომელიც სხვა ლიცენზიანტმა კომპანიამ უნდა განახორციელოს, ბუნებრივი აირის მიწოდება მთელს მუნიციპალიტეტს შეუწყდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება 20 ნოემბერს, 12 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და 24 ნოემბრის დღის ბოლომდე დასრულდება.
კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები და ონკანები.
მასალის გამოყენების პირობები