ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს. 2 მათგანი, ხათუნა შამუგია და მაია კალანდია თავს შეუძლოდ გრძნობენ.
ენმ-ის წევრების ინფორმაციით, მათთვის ექიმის გამოძახება დილითაც გახდა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ახლად არჩეული საკრებულოს 4 წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ექიმი მალხაზ ჯალაღონია 3 დღეა შიმშილობენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მოშიმშილეებს საკრებულოს სხდომის დარბაზის დატოვება წერილობით თხოვეს
მოშიმშილეებმა ბესიკ ჭეჟიას უარი უთხრეს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებაზე
მასალის გამოყენების პირობები