აფხაზეთში კორონავისურით კიდევ 121 ადამიანი დაინფიცირდა, 4 - გარდაიცვალა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 121 და გარდაცვალების 4 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი
ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 60 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 19 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 22, გაგრის კლინიკაში – 24, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 7 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 93 პირი იმყოფება, მათგან მძიემა - 12 .
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 464 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 492, გამოჯანმრთელდა 27809 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები