დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას
იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცემს.
უწყების ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
ამ ეტაპზე, ზუგდიდში, დამატებით, დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა იხურება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
ერთოთახიანი ბინები
ოროთახიანი ბინები
სამოთახიანი ბინები
3 + 2 ოთახი 3+3 ოთახი
ნგრევადი ობიექტები და სასამართლო ვალდებულება
ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 172 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ.
ადმინისტრაციული დაპირება
ამავე ცნობით, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები