კარატისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დუბაიში მიმდინარეობდა, ქართველმა სპორტსმენმა, გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
მან დუბაიში, ფინალის გზაზე, მექსიკელი (8:0), მონტენეგროელი (2:0), ესპანელი (8:0), ამერიკელი (3:0) და ხორვატი (3:1) მეტოქეები, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში, იტალიელი მოწინააღმდეგეც დაამარცხა (3:2).
37 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ეს ტიტული არქანიამ 2014 წელს მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები