მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ეპარქიის მიტროპოლიტი, სტეფანე საზეიმო წირვა-ლოცვას საპროტესტო აქციის ფონზე აღავლენს.
შეკრებილების ნაწილს სხვადასხვა შინაარსი პლაკატები უჭირავთ ხელში: „სტეფანე ცრუ ეპისკოპოსი“, „სტეფანე ბოროტი ეპისკოპოსი“ , „სტეფანე, შენ ქრისტიანი ხარ?“ და ა.შ. ასევე, აქ იმყოფებიან ის
განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც წლების განმავლობაში წაჩხურუს მონასტერში ცხოვრობდნენ. მათ ტაძარში მიტროპოლიტს და მასთან ერთად მყოფ მრევლს შეძახილებით: „ცრუ“, „ცრუ“ დახვდნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები