საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის გზის, გორის საავტომობილო გვირაბში 24-25 ნოემბერს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, 24 ნოემბრის 23:00 სთ-დან 25 ნოემბრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ზემოაღნიშნული სამუშაოები გასულ კვირებში იყო დაგეგმილი, თუმა უამინდობის გამო გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები