გუდაუთის რაიონში სამარშრუტო მიკროავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენელმა
ბადრა აიბამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს, რომელიც 24 ნოემბერს მოხდა, მიკროავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ, წერს "აიაირა".
ინციდენტის დროს დაიჭრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც მიკროავტობუსს ესროლეს, ის სკოლის საპირისპირო მხარეს, მდინარე ხიფსთასთან არსებულ ბოძს შეეჯახა.
უწყების ინფორმაციით, მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია. სამართალდამცავი ორგანოები მის დაკავებას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები