თამბაქოს მოწევა იკრძალება ტაქსიში, ასევ ავტომობილშიც, თუკი მასში არასრულწლოვანი იმყოფება. თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც
გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ამასთან დაკავშირებით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
აღნიშნული რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთელობისთვის.
წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას - ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე.
მასალის გამოყენების პირობები