პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის
სამმართველოსთან ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიიტანა. მისი თქმით, პოლიცია არა ხალხის, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება და ლოგიკური იქნება სამმართველოს უფროსის კაბინეტში ბიძინა ივანიშვილის ფოტო ეკიდოს.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფოტოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ.
"ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რას წარმოადგენს დღეს ქართული პოლიცია. ეს არის შეშინებული ქართული პოლიცია, რომელსაც ეშინია სიმართლის და ეშინია ამ ოთხი გოგოსი, რომელიც მშვიდად მოვედით ერთი პლაკატით და ერთი ფოტოთი. გვინდა ეს ფოტო პირადად გადავცეთ პოლიციის უფროსს, რომ ჩამოიკიდოს ოთახში. დღეს აქ რეგიონის ძალოვანი სტრუქტურის ყველა მაღალჩინოსანი დგას, რათა როგორმე დაიცვან ზუგდიდის პოლიცია ოთხი გოგოსგან. ჩვენ ამ ფოტოს დღეს მაინც დავტოვებთ ", - ამბობს წითლიძე.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
მასალის გამოყენების პირობები