"საქართველოსთვის" წევრებმა ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა დატოვეს
მას შემდეგ, რაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულო დატოვეს, სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის და ახლად არჩეული დეპუტატის, გიგა ფარულავას თქმით, ისინი თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ იღებენ და ამის გამო ტოვებენ სხდომას.
მანამდე, პარტიის წევრებმა ფრაქცია "ზუგდიდი-საქართველოსთვის" დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. მას გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს, ხოლო მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი უფროსი მალხაზ თორია იქნება.
ამის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნატალია პაპასკირმა განმარტა, რომ სხვა პროცედურების ჩასატარებლად კვორუმი ვერ შედგა და სხდომის გადადება იყო საჭირო.
საკრებულოს მომდევნო სხდომა 10 დეკემბერს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები