ტყვარჩელში 30 ნოემბერს გაუჩინარებული მონადირის ცხედარი იპოვეს
დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ტყვარჩელის შემოგარენში, მთის მასივში, მაშველებმა ბეტო კვეკვესკირის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგნგებოს სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, 32 წლის მამაკაცს,რომელიც სანადიროდ იყო წასული და გაუჩინარდა, 30 ნოემბრიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში საგანგებოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლები და ახლობლები იყვნენ ჩართულები.
ამ წუთებში გარდაცვლილის ცხედრის გადასვენების საკითხი წყდება, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, უწყების ვერტმფრენიც ჩაერთვება.
მასალის გამოყენების პირობები