გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ენმ-ის ოფისის ტერიტორიიდან ზუგდიდის მერიასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
ამ წუთებში მათ სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები.
"ქართულმა ოცნებამ" ქურდულად, საოლქო საარჩევნო კომისიის დახმარებით წაგვართვა 1 მანდატი და დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა. ამიტომაც, ზუგდიდის თვითმარქვია მერმა უნდა იცოდეს, რომ მშვიდად და წყნარად ვერ ივლის, რადგან ის იყო მთავარი მონაწილე იმის, რომ ზუგდიდელებისთვის წაერთმიათ არჩევანი", - თქვა პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერებით "მირანდა მესხმა მოპარა ერს ხმა", "ნახვაწები და ბოცები, აღვირახსნილი ქოცები", "წადი თქვენი-თ", "საღოლ მირანდა, - ბადრი ესებუა".
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული პოლიციელი.
ამავე თემაზე:
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილებას და ამის შემდეგ აანონსებს აქციებს - თაზო ფაცაცია
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერიასთან აქციას აანონსებს
მასალის გამოყენების პირობები