ზუგდიდის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა. მანამდე, შეკრებილები მერთან, მამუკა წოწერიასთან ითხოვდნენ შეხვედრას.
მათ მერიის შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან სტიკერები გააკრეს.
მერიასთან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეები
დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ მმართველი პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, რამაც მათივე თქმით, ახლად არჩეულ საკრებულოში კრიზისი შექმნა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილებას და ამის შემდეგ აანონსებს აქციებს - თაზო ფაცაცია
მასალის გამოყენების პირობები