ხვალ აფხაზეთის ომის დროს დაკარგული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
8 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ამავე ცნობით, უწყებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.
მასალის გამოყენების პირობები