ტყვარჩელში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა, რასაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო
რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ შემთხვევის შესახებ სიგნალი 03:38 - ზე მიიღეს.
„ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა გაემგზავრა, თუმცა საგანგებოს თანამშრომლების მისვლამდე ხანძარი ბინა მთლიანად მოიცვა, რის შედეგადაც 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მაშველების თქმით, ის „ძლიერი დაკვამლიანების შედეგად გაიგუდა“.
ამავე ცნობით, ცეცხლი მოედო მიმდებარე ბინას, რომელიც ნაწილობრივ დაიწვა. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი ელექტრო გამათბობელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები