სამეგრელოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მათგანი სახლში მკურნალობდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2 პირი გარდაიცვალა.
ერთი მათგანი, 90 წლამდე მამაკაცი ხობის მკვიდრი იყო და ის მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა. რაც შეეხება მეორე გადაცვლილს, 60 წლის მამაკაცი ზუგდიდში ცხოვრობდა, ის რუხის კოვიდკლინიკაში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 480-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 39 პაციენტის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.
დღის განმავლობაში 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 316 დაინფიცირდა.
მასალის გამოყენების პირობები