ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ფიფიამ მანდატი დატოვა. ამის შესახებ დეპუტატებმა
ცნობის სახით მიიღეს, ის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, გიორგი ფიფიას ადგილმონაცვლის ვინაობა საკრებულოს მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს ახალი შემადგენლობა დღეს კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ლაგვილავამ დღეს სხდომაზე განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები