სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურნალობის
კურსს გადის 443 პაციენტი, მათგან 40-მდე პირის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.
კერძოდ, რუხის საავადმყოფოში იმყოფება 157 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში - 39, სენაკის „სენა-მედში“ - 44, ფოთის „ბომონდში“ - 45, აბაშის „ევექსში“ – 23, სენაკი „ლაზიკა მედი“- 98, მარტვილის „ევექსში“ – 17, წალენჯიხის „ევექსის“ კლინიკა - 20.
დღის განმავლობაში 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 185 დაინფიცირდა.
ამ ეტაპისთვის, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები